ინგლისურის გაკვეთილები┃მოგზაურობა┃ფრაზები

რადგან ამ პოსტს კითხულობ, სავარაუდოდ, სამოგზაუროდ ემზადები. მოგზაურობის დაწყებამდე ან უბრალოდ უცხო ქვეყანაში წასვლამდე კი შეგიძლია რამდენიმე სასარგებლო ფრაზა დაიმახსოვრო, რაც ძალიან დაგეხმარება უცხო გარემოში.
მისალმება ინგლისურად
Good morning - დილა მშვიდობის (შუადღის 12 საათამდე)
Good afternoon - შუადღე მშვიდობის
Good evening - საღამო მშვიდობის
Hello / Hi / Hey - გამარჯობა
აეროპორტში
I would like - მე მსურს (მინდა)
What time is my flight - რომელ საათზეა ჩემი ფრენა?
Where is my gate - სად არის ჩემი გასასვლელი?
Where is the restroom - სად არის საპირფარეშო?
How much does it cost - რა ღირს ეს?
თვითმფრინავში
Are meals included - კვება შედის (მგზავრობის ფასში)?
May I have something to eat / drink - თუ შეიძლება რაიმეს მივირთმევ / დავლევ
What time is it - რომელი საათია?
დანიშნულების ადგილას
Do you have a map - გაქვთ რუკა?
Where is currency exchange - სად არის ვალუტის გადამცვლელი პუნქტი?
Where is the bus stop - სად არის ავტობუსის გაჩერება?
Where can I find a taxi - სად ვნახავ ტაქსის?
I would like to go to - მსურს ________ წასვლა
Do you know where this place / hotel is - იცი სად არის ეს ადგილი / სასტუმრო?
I do not understand - ვერ გავიგე
იმედი მაქვს ჩემი რჩევები დაგეხმარება. კომენტარების ველში კი უპასუხე კითხვას - რა თემაზე გსურს ფრაზები შემდეგ პოსტში?
მშვიდობიან ფრენას გისურვებ!



Comments