8 რჩევა მაღალქულიანი ესეს დასაწერად
- diveintoenglish
- May 20, 2020
- 1 min read
რჩევა #1
სანამ ესეს წერას შეუდგებით გააკეთეთ მონახაზი ჩარჩოს სახით და დაყავით ის სამ ძირითად. თითოეულ მათგანში თითო სიტყვით ჩაწერეთ ეთანხმებით თუ არა თეზისს, რა არგუმენტებს მოიყვანთ თქვენი პოზიციის განსამტკიცებლად და რა დასკვნამდე მიხვალთ საბოლოოდ.
რჩევა #2
წინასწარი მონახაზის გაკეთების შემდეგ, მას შემდეგ რაც სტრუქტურას შექმნით, გადაავლეთ თვალი, წარმოიდგინეთ ესეს სახით და შეაფასეთ კრიტიკული თვალით:
რამდენად სწორხაზოვნად მიყვებით მთავარ საკითხს?
თემიდან გადახვევა ხომ არ მოგიწევთ?
არგუმენტები სუსტი ხომ არ არის?
რჩევა #3
შესავალში ნუ გადაწერ მთლიან წინადადებას სიტყვა-სიტყვით, გადმოეცით თქვენი სიტყვებით მთავარი სათქმელი.
რჩევა #4
კიდევ ერთხელ გადაავლე თვალი შენს არგუმენტებს და აირჩიე მათგან საუკეთესოები. ნუ დაწერ ნურცერთ წინადადებას, სანამ ბოლომდე არ ჩამოაყალიბებ აზრს ინგლისურ ენაზე. თუ რომელიმე სიტყვა დაგავიწყდა, ნუ დაკარგავ მის გახსენებაში დროს, ჩაანაცვლე სინონიმით.
რჩევა #5
დასკვნის დაწერამდე გადაავლე თვალი ესეს. გამოკვეთე მისი ძირითადი სათქმელი ძირითადი იდეის განმეორებით / საკუთარი აზრის კიდევ ერთხელ დაფიქსირებით შეაჯამე მთლიანი ტექსტი.
რჩევა #6
ესეს წერის დროს მნიშვნელოვანია ჩვენი ლექსიკური მარაგი. ამიტომ ყოველთვის აწარმოეთ ლექსიკონი, რომელიც იქნება მაგალითებით გამდიდრებული და თქვენ შეძლებთ კონტექსტიდან გამომდინარე აღიქვათ ესა თუ ის სიტყვა. გარდა ამისა, ყოველთვის შეძლებთ თვალი გადაავლოთ მათ და გამოიყენოთ ესეს წერის დროს, ამ გზით ნასწავლს პრაქტიკაში გამოიყენებთ.
რჩევა #7
მეცადინეობის დროს გამოიყენეთ ინგლისურ-ინგლისური ლექსიკონი, სადაც მოცემულია სიტყვების ინგლისურ ენაზე განმარტებები და იქვე მოყვანილია მაგალითებიც. გირჩევდით cambridge-ის ლექსიკონს, რომელიც საუკეთესოა.
რჩევა #8
რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ გამოცდამდე ესეს წერის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, მით მეტად გაგიადვილდებათ გამოცდაზე მისი შესრულება და იმაზე ნაკლები დრო დაგჭირდებათ, ვიდრე მანამდე გჭირდებოდათ.
შემოგვიერთდით ჯგუფში, სადაც უამრავ სასწავლო მასალას ნახავთ -ინგლისურის ონლაინ გაკვეთილები
Comments