როგორ გავაუმჯობესოთ ინგლისურად საუბრის უნარი
- diveintoenglish
- Aug 26, 2021
- 2 min read
ნაწილი 1: რატომ ინგლისური?
ინგლისურ ენაზე უამრავი ადამიანი საუბრობს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ინგლისური მათი მშობლიური ენა. რატომ არის მნიშვნელოვანი იცოდეთ ეს ენა? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
ინგლისური ენის შესწავლით და კიდევ ცოტა მონდომებით, შენთვის იხსნება კარი ყველა საერთაშორისო უნივერსიტეტში ინგლისურენოვან პროგრამებზე.
გიმარტივდება ისეთ რესურსებზე წვდომა, როგორიცაა ჰარვარდის ონლაინ კურსები, სადაც შეგიძლია სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლო (ზოგს სრულიად უფასოდ), რაც თვითგანვითარებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
ონლაინ კურსებზე ნასწავლს თუ მცირეპერიოდიან სტაჟირებებს მიაშველებ, შეგიძლია, დისტანციურად დაიწყო მუშაობა ან მიიღო შეკვეთები სხვადასხვა უცხოური კომპანიებისგან, როგორიცაა Upwork, Freelancer…
ნაწილი 2: როგორ ავლაპარაკდეთ ინგლისურად?
ისწავლე ახალი სიტყვები ყოველდღე
ყველამ იცის, რომ უცხო ენის შესწავლისას ახალი სიტყვების სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ გულახდილები თუ გვინდა რომ ვიყოთ, ასევე ყველას ეზარება ეს პროცესი. თუ რატომ გეძინებათ მაშინვე, როცა ლექსიკონს შლით და ახალი სიტყვების სწავლას იწყებთ ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით, მაგრამ მნიშვნელოვანია საკუთარ თავს დაუწესოთ გრაფიკი და მიზანი. თუ გსურთ წლის ბოლოს 1900-ზე მეტი სიტყვა იცოდეთ, დღეში მინიმუმ 3 სიტყვის სწავლა მოგიწევთ. არც ისე რთული დავალებაა, არა?
შეგიძლიათ სიტყვები თემატურად დააჯგუფოთ. მაგ: Spoon, Fork, Knife...
ასევე სინონიმებად და ანტონიმებად: Tall - Short, High - Low…
გააუმჯობესე გამოთქმა
უმჯობესია თუ თითოეულ სიტყვას სწორად დაიმახსოვრებთ. ვისაც ინგლისურთან მცირედი შეხება მაინც გქონიათ, გეცოდინებათ, რომ სიტყვების უმეტესობა ისე არ გამოითქმის, როგორც წერია. ამიტომ, ჩემი რჩევაა ნუ ისწავლი ინგლისურს კითხვით, სანამ კითხვაზე გადახვალ აუცილებლად მოუსმინე სიტყვების გამოთქმებს. ამისთვის, შეგიძლია გამოიყენო ძალიან კარგი რესურსი კემბრიჯის ლექსიკონი. ამ გზით, დაზოგავ სიტყვის არასწორად დამახსოვრებაში დახარჯულ დროს, ისწავლი მის სწორ გამოთქმას და რაც მთავარია, ყველასთვის გასაგები გახდება შენი სათქმელი.
ნასწავლი სიტყვების გამოყენება წინადადებებში
ეს ის ნაწილია, ამერიკელი / ბრიტანელი სწრაფად რომ საუბრობს და ვერ ვეწევით :) თითოეული სიტყვის სწორად გამოთქმა მშვენიერია, მაგრამ მოსმენისას დააკვირდი, როგორ ახდენს ორი ან რამდენიმე სიტყვის გადაბმას, როდის და რომელი ბგერები უჩინარდებიან საუბრისას, სად და როდის სვამს მახვილს. ამ ყველაფერში ვიდეოები დაგეხმარებათ, რომელსაც ტიტრებიც ახლავს და რომლის ნახვა სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ.
Comments