top of page

როგორ დავწეროთ ესე ინგლისურად

  • Writer: diveintoenglish
    diveintoenglish
  • May 20, 2020
  • 1 min read

ესეს თავისი სტრუქტურა აქვს და საჭიროებს წესების დაცვას. იმისთვის, რომ ჩვენი ესე მაღალი ქულებით შეფასდეს, რამდენიმე დეტალი უნდა გავითვალისწინოთ.



რა არის ესე?

ესე საკუთარი პოზიციის გამოხატვაა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. რაც მთავარია, უნდა შეგვეძლოს ჩვენი პოზიციის არგუმენტებით გამყარება და მსჯელობის შემდეგ, დასკვნის გამოტანა.


არგუმენტირებული ესე

არგუმენტირებულ ესეში ჩვენ ვცდილობთ, მკითხველი დავარწმუნოთ რომ ჩვენს მიერ გამოხატული პოზიცია, ბევრად უკეთესია ვიდრე სხვა. თუმცა აქ არ არის საუბარი იმაზე, რამდენად სწორი პოზიცია გაქვთ.


ესეს სტრუქტურა

როგორც ვიცით ესე სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.


შესავალში უნდა მოხდეს ზოგადი მიმოხილვა იმის თუ რას წაიკითხავს მკითხველი დანარჩენ ნაწილში. აქ ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას მოცემულ საკითხზე.


ძირითად ნაწილში მკითველს ვარწმუნებთ ჩვენი პოზიციის სიმყარეში. აქ საჭიროა არგუმენტების მოყვანა, შესაძლოა მაგალითებისაც, თუმცა ეს უკანასკნელი არ არის აუცილებელი. თითოეულ არგუმენტს დაუთმეთ თითო აბზაცი და გამოყავით ისინი ერთმანეთისგან, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ შეძლებთ, ამ არგუმენტების შესახებ ვრცელი ტექსტის დაწერას. თითოეული აბზაცი დაიწყეთ თემის ‘შეხსენებით.’ ეს თქვენც გაგიადვილებთ ‘ფოკუსის’ გასწორებას.


დასკვნით ნაწილში შეგიძლიათ უბრალოდ შეაჯამოთ ის ყველაფერი რაზეც მანამდე წერდით, ან თუ თქვენი მსჯელობიდან გამომდინარე რაიმე ახალ შედეგზე გახვედით, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა თქვენი პოზიცია, სასურველია თუ წარმოადგენთ დასკვნის სახით.


შემოგვიერთდით ჯგუფში, სადაც უამრავ სასწავლო მასალას ნახავთ - ინგლისურის ონლაინ გაკვეთილები


 
 
 

Comments


+995 555 159 129

©2019 by Dive into English. Proudly created with Wix.com

bottom of page