top of page

რატომ არის უცხოეთში ენის სწავლა მეტად ეფექტური

  • Writer: diveintoenglish
    diveintoenglish
  • May 14, 2019
  • 2 min read

უცხოური ენის შესწავლა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და ჩვენგან დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ყველა ეტაპი წარმატებით გადავლახოთ. უცხოეთში ყოფნა, სადაც ყველა ამ ენაზე საუბრობს, კიდევ უფრო გვეხმარება შედეგის მიღწევაში. დღევანდელ პოსტში მოგიყვები, თუ რატომ არის ბევრად ეფექტური უცხო ენის სწავლა უცხოეთში, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში.


მაშ ასე, დავიწყოთ


რატომ არის უცხოეთში ენის სწავლა მეტად ეფექტური:


უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს

პირველ ეტაპზე ენის არ ცოდნა შეიძლება გადაულახავ დაბრკოლებად ჩანდეს, თუმცა ეს ასე არ არის. გარემო, სადაც ენის სწავლას თავს ვერ აარიდებ, მეტ მოტივაციას გიჩენს, ვიდრე ტელევიზორის წინ მოკალათებულს გოთის ბოლო სერიის ყურებისას გექნებოდა. მასპინძელი ოჯახიდან დაწყებული ქალაქის ნიშნებით დამთავრებული ყველაფერი გეხმარება დაიმახსოვრო ახალი სიტყვები და გაიღრმავო ენის ცოდნა.


უცხო ენის შემსწავლელი კურსები ბევრად ეფექტური ხდება

მიზეზი იმისა თუ რატომ ,,არ ვარგოდა" არც ერთი კურსი, რაც საქართველოში ყოფნისას გაიარე, არის ის რაზეც პირნციპში უკვე ვისაუბრე. ის, რასაც არ იყენებ, გამოუსადეგარია და ადვილად გავიწყდება. მაგრამ უცხოეთში ყოფნისას, ენის შემსწავლელი კურსის გავლა ბევრად ეფექტური ხდება. პირადი დაკვირვებით შემიძლია გითხრა, რომ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს უცხოეთში მცხოვრები მოსწავლე ბევრად აქტიურია, ვიდრე საქართველოში მცხოვრები. ამის მიზეზი ერთია - მან კარგად იცის, ის რასაც სწავლობს ხვალ აუცილებლად დასჭირდება და შესაბამისად, მისი მოტივაცია ბევრად მაღალია.


ახალი უნარების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება

პრაქტიკა ენის შესწავლას სრულყოფილს პროცესად აქცევს. როცა უცხოეთში ცხოვრობ, ყოველდღიურ რეჟიმში ავითარებ ახალ უნარებს. უსმენ უცხო ენაზე, საუბრობ უცხო ენაზე, კითხულობ უცხო ენაზე და ა.შ. თუმცა ეს პროცესი სულაც არ გავს ვარჯიშს, შენთვის ის გარემო ბევრად ბუნებრივია და დაძაბულობაც გარკვეული ეტაპის შემდეგ იხსნება.


ახალი სანაცნობო წრე

არ აქვს მნიშვნელობა უცხოეთში რა მიზნით მიდიხარ, როცა უცხო გარემოში ხვდები სხვა ადამიანები იკავებენ შენს ცხოვრებაში ადგილს. გიჩნდება სურვილი მათთან მეგობრობის, მათთან ერთად მანჰეტენზე სტარბაქსის ყავის დალევის ან ახალი ფილმის ნახვის სურვილი. ადგილობრივებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია საუკეთესო გზაა უცხო ენაზე მოსმენის და საუბრის გასაუმჯობესებლად.


ცხოვრებისეული გამოცდილება

შენ მხოლოდ ენას არ სწავლობ, შენ სწავლობ როგორ გადარჩე სრულიად ახალ გარემოში. სადაც არ უნდა წახვიდე, იქაური ცხოვრების სტილი ყოველთვის განსხვავებულია.


უკეთესი სამსახური

უცხოეთში წასულს, დასაქმების პრობლემა მუდმივად აქვს და ამის მრავალი მიზეზი არსებობს. თუმცა სამსახურის პოვნა, რომელიც ჩვენს მინიმალურ საჭიროებებს დააკმაყოფილებს და ჩვენგანაც მინიმალურ უნარებს მოითხოვს, ყველგან არის შესაძლებელი. უცხო ენის ცოდნა კიდევ ერთი სავიზიტო ბარათია, რომელიც დამსაქმებლის თვალში სტატუსს ერთი საფეხურით აგიმაღლებთ.


მოგზაურობა - ახალი აღმოჩენების დასაბამი

მოგზაურობისას უამრავ აღმოჩენას ვაკეთებთ, მითუმეტეს თუ სრულიად განსხვავებულ კულტურაში და გარემოში ვმოგზაურობთ. ახალ კულტურა საკუთარ ენაზე გესაუბრება და ფაქტობრივად, გასწავლის კიდეც მას.


სასარგებლო ფრაზების სწავლა

უცხოეთში გამგზავრებამდეც შესაძლებელია სასარგებლო ფრაზეოლოგიის შესწავლა. მათი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში მოგიწევთ, ამიტომ სასურველია წინასწარ იცოდეთ როგორ შეუკვეთოთ რესტორანში საჭმელი, როგორ იყიდოთ მაღაზიაში პროდუქტი ან როგორ იკითხოთ სად არის თქვენთვის საჭირო დაწესებულება. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ენა სრულყოფილად იცი, ამის ილუზია ალბათ არც არავის აქვს.


და ბოლოს,


ერთია ტექსტიდან ამოწერილ სიტყვებს იმახსოვრებდე ან სავარჯიშოებს აკეთებდე და მეორეა, ბუნებრივ გარემოში ითვისებდე უცხო ენას. წარმოიდგინე, რომ დაიმახსოვრე 100 უცხოური სიტყვა, შემდეგ გააგრძელე იმავე რამის კეთება, რასაც აქამდეც აკეთებდი: დაურეკე მეგობარს, ესაუბრე მეზობელს, ფილმს უყურე... არცერთ ეტაპზე არ დაგჭირვებია, გამოგეყენებინა ნასწავლი 100 სიტყვიდან 10 მაინც. ახლა წარმოიდგინე, რა იქნებოდა ნიუ-ორკის აჩქარებულ ქუჩაზე რომ იმყოფებოდე... :)

Commentaires


+995 555 159 129

©2019 by Dive into English. Proudly created with Wix.com

bottom of page